მამუკა მდინარაძე რეზოლუციის ჩავარდნაზე - საბედნიეროდ, მიმდინარე საკითხი პრობლემას ვერ შექმნის და ამით "ნაცმოძრაობა" ვერ გაიხარებს

მათ უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი დოკუმენტები და მისი ჩავარდნა აზიანებს არა "ქართულ ოცნებას" არამედ ქვეყანას ,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტში, ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული განცხადების პროექტის ჩაგდებას.

მდინარაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის.

"მინდა გამოვეხმაურო ასოცირების კომიტეტთან დაკავშირებულ საკითხს, სადაც 5-ი 6-ის წინააღმდეგ ერთ -ერთი მიმდინარე დეკლარაცია არ იქნა მხარდაჭერილი. თავდაპირველი ტექსტი იყო და არის საქართველოს მხარდამჭერი. ამის შემდეგ "ნაციონალური მოძრობა" ცდილობდა, ევროპის სახალხო პარტიის მეშვეობით ტექსტში შესულიყო ნეგატიური ცვლილებები, რომელიც შეეხებოდა გიგი უგულავას საქმეს, 20 ივნისის საქმეს და ა.შ. ეს თავის მხრივ,კომიტეტის მიერ არ იქნა მხარდაჭერილი. იმის გამო, რომ ეს ქვეყნისთვის ნეგატიური შესწორებები არ იქნა შეტანილი, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლების ნაწილმა მხარი არ დაუჭირეს და 6-ი 5-ის წინააღმდეგ დეკლარაცია არ იქნა მიღებული. ის, რომ ვინმე პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული, ეს ცვლილება ჩავარდა და ამის გამო, "ნაციონალურ მოძრაობამ", რომელსაც შეეძლო მხარდაჭერა გამოეცხადებინა ამ დოკუმენტის მიმართ, ჩააგდო თავისი პარტნიორი კოლეგების მეშვეობით ეს ცვლილება",- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ქვეყანას ბევრს ვერაფერს დააკლებს.

"ჩვენ გვახსოვს ვიზალიბერალიზაციის მიღების დროსაც ასეთი საბოტაჟი მათი მხრიდან, თუმცა ვიზალიბერალიზაცია მაშინ მაინც მივიღეთ.აქედან გამომდინარე, ეს მიმდინარე საკითხი საბედნიეროდ პრობლემას ვერ შექმნის და ამით ვერ გაიხარებს "ნაცმოძრაობა" და საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შემდეგ შეფასდება ქართული საზოგადოების მიერ. ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა არის ბოროტება და ქვეყნის ღალატი. ეს იქნებ გაითავისონ და სხვა დროს შეეცადონ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებები არ განახორციელონ, მხოლოდ იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" დააზიანონ. ამით არც "ქართული ოცნება" ზიანდება საბოლოო ჯამში და არც ქვეყანა საბედნიეროდ, მაგრამ ისინი ასე იქცევიან",- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, ერთობლივი განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, ევროპარლამენტმა „ოცნების“ მომზადებული განცხადების პროექტი ჩააგდო. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, „ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და „ქართული ოცნების“ სრული კრახი“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს