კობა გვენეტაძე აგრო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ აგრო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სექტორის წარმომადგენლებს ეროვნულ ბანკში უმასპინძლა და მათ პრობლემებს გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სოფლის მეურნეობის სფეროში ფინანსური რესურსების წვდომასთან არსებული ვითარება გააცნეს, ისაუბრეს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელიც ამ მიმართულებით დგას აგრო სექტორის წინაშე. სექტორის წარმომადგენლებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც გაუზიარა თავისი ხედვა და ის ნაბიჯები გააცნო, რასაც საფინანსო სექტორი აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის დგამს.

„დამეთანხმებით, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ მხრივ აგრარულ სექტორს განსაკუთრებული როლი ეკისრება, ვინაიდან დარგის განვითარება, კონკრეტულად კი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ხელს უწყობს მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის ზრდას და, საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკის კეთილდღეობას. ჩვენ მოვუსმინეთ სექტორის წარმომადგენლებს იმ მიზნით, რომ უკეთ გაგვეგო, თუ რა აწუხებთ მათ, გავცვალეთ ინფორმაცია და დავპირდით, რომ ამ თემებს უფრო დეტალურად ფინანსურ სექტორთან ერთად გავივლით", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო