საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის ჯგუფის სხდომა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-6 თემატური ჯგუფის - „დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები; საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ რიგით მე-5 სხდომა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სხდომას ქართული მხრიდან საგარო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპული სამეზობლო სტრატეგიის და ინსტრუმენტების სამსახურის ხელმძღვანელი ანნა სტრზასკა.

მთივე ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა მდგარდი განვითარების სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საპენსიო სააგენტოს და ასევე ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, სხდომაზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სოციალური პოლიტიკის, თანაბარი შესაძლებლობისა და ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების პროცესი განიხილეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს მიერ ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი დადებითად შეფასდა ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული თემატური ჯგუფის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ინტენსიური თანამშრომლობა გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა