Loyal Capital Group S.A განცხადებას ავრცელებს

Loyal Capital Group S.A რუსათვის აზოტის აქტივების შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია Loyal Capital Group S.A. იყო რუსთავის აზოტის ქარხნის საბოლოო მესაკუთრე კომპანია 2016 წლის 01 სექტემბრამდე. როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი რუსთავის აზოტის ქარხანასთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო დავა, როგორც საქართველოს ასევე ლუქსემბურგის და დიდი ბრიტანეთის იურისდიქციებში რუსული კომპანია Sistema და ს.ს. საქართველოს ბანკის დამფუძნებლის BGEO Group წინააღმდეგ. დავის საგანია ს.ს. საქართველოს ბანკის ინიცირებით, მასთანვე დაკავშირებულ EU Investment-ისათვის უკანონოდ გასხვისებული რუსთავის აზოტის ქარხნის აქტივები.

დღევანდელი მდგომარეობით მიმდინარეობს დავები 3 ქვეყნის სასამართლოებში. ინგლისის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ჩანიშნულია 2021 წლის აპრილში. ასეთ ვითარებაში რუსთავის აზოტის აქტივების შემძენი ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენად და ნებისმიერი გასხვისება დავების დასრულებამდე ჩაითვლება ქონების გადამალვად და დაექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო