სურსათის ეროვნული სააგენტო - ქართული თაფლის ნიმუშებში დარღვევები შემცირდა

სურსათის ეროვნული სააგენტო თაფლის ნიმუშების კვლევას ყოველწლიურად ახორციელებს. 2019 წელს სააგენტომ, თაფლში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა ნარჩენი ნივთიერებების დადგენის მიზნით, ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის (BIOR) ლაბორატორიაში თაფლის 100 - მდე ნიმუში გადააგზავნა.

სურსათისს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, დარღვევა დაფიქსირდა 9 ნიმუშში (ნიმუშებში აღმოჩნდა ქლორამფენიკოლი და მეტრონიდაზოლი), მაშინ როცა, 2018 წელს, 100 ნიმუშიდან დარღვევა 54-ში აღინიშნა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, თაფლის ნიმუშებში დარღვევების შემცირება სახელმწიფო პოლიტიკის და გატარებული ღონისძიებების შედეგია.

„სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ამოწმებს თაფლის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებს, მათ ინფრასტრუქტურას, იღებს თაფლის ნიმუშებს. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მეფუტკრე ფერმერებთან. პრეპარატების გამოყენების წესებთან დაკავშირებით, ჩატარდა არაერთი სწავლება; მეფუტკრეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ თაფლში ზოგიერთი ნივთიერების დასაშვებ რაოდენობებსა და საერთოდ აკრძალულ ნივთიერებებს, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტით, მკაცრად არის გაწერილი“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღების, ფალსიფიკაციისგან დაცვის და ქართული თაფლის ექსპორტის სტიმულირების მიზნით, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა. 2015 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა „თაფლის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი. ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს კონტროლის სისტემა და თაფლის მწარმოებლებს საშუალება აქვთ შესაბამისი სტანდარტების დაცვის შემთხვევაში საკუთარი პროდუქცია ევროპის ბაზარზე გაიტანონ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს