რატი იონათამიშვილი - რეზოლუციის გადადება მხოლოდ მათ ინტერესშია, ვისაც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლა არ უხარია - მათი სიხარული ეფემერულია

სამწუხაროა, რომ დღეს სტრასბურგში, ვერ მოხერხდა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სიხარული ეფემერულია, რადგან ასოცირების საპარალამენტო კომიტეტი უახლოეს სხდომაზე კვლავ დაუბრუნდება აღნიშნულ საკითხს.

„სამწუხაროა, რომ დღეს სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპრალამენტო კომიტეტის სხდომაზე ვერ მოხერხდა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერის გამოხატაველი დოკუმენტი, რომლის მიღებაც თითოეული ჩვენთაგანის საერთო ინტერესს უნდა წამროადგენდეს. მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნახა, რომ რეზოლუციის პირველი რედაქციაში საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და იმ ვალდებულებების შესრულება, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ნაკისრი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით, პოზიტიურად იყო შეფასებული, მათ ჯერ ტექსტში ნეგატიური ცვლილებების შეტანა სცადეს, ხოლო როცა ამასაც ვერ მიაღწიეს, ევროპის სახალხო პარტიის მეშვეობით, უბრალოდ არ დაუჭირეს მას მხარი. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი ქმედება და მათი სიხარული ეფემერულია, რადგან ასოცირების საპარალამენტო კომიტეტი უახლოეს სხდომაზე კვლავ დაუბრუნდება აღნიშნულ საკითხს.", -აცხადებს რატი იონათამიშვილი.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო