მიხეილ ჩხენკელმა USAID-ის მისიის დირექტორთან საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულის საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების დეტალები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა USAID-ის მისიის დირექტორთან საქართველოში, პიტერ ვიბლერთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკული მხარის მიერ 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას.

მათივე ინფორმაციით, პროგრამა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ირინე აბულაძე და საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი ესწრებოდნენ.

მიხეილ ჩხენკელმა USAID-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა უმნიშვნელოვანესი ინვესტიციისთვის, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტს გააძლიერებს. აღნიშნული მოდელის კონცეფცია სრულ თანხვედრაშია USAID-ის ახალ პროგრამასთან და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ემსახურება.

განათლების უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახალი საგანმანათლებლო პროგრამის იმპლემენტაციის პროცესი კოორდინირებულად წარიმართება.

თავის მხრივ, USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა, მზადყოფნა გამოხატა სამომავლო თანამშრომლობისათვის როგორც პროფესიული განათლების მიმართულებით, ასევე სკოლებში სამოქალაქო განათლების კომპონენტის გაძლიერების კუთხით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა