სალომე სამადაშვილი - ევროპელმა დიპლომატმა გულდაწყვეტით მითხრა, რომ ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, მითი ქართული დემოკრატიის და რეგიონში ლიდერი ქვეყნის თაობაზე დასრულდა

ევროპელმა დიპლომატმა გულდაწყვეტით მითხრა, ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, მითი, ქართული დემოკრატიის და რეგიონში ლიდერი ქვეყნის თაობაზე დასრულდა, -ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, მას ევროპელმა დიპლომატმა უთხრა, რომ საქართველოც ავტოკრატიულ პოსტ-საბჭოთა სივრცეში გადავიდა.

"ევროპელმა დიპლომატმა გულდაწყვეტით მითხრა, ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, მითი, ქართული დემოკრატიის და რეგიონში ლიდერი ქვეყნის თაობაზე დასრულდა, თქვენც ავტოკრატიულ პოსტ-საბჭოთა სივრცეში გადახვედითო. იმედია დროებითო-დააყოლა. ევროპა, ისევე როგორც ქართველი ხალხი, დაჟანგებული რეჟიმის დასასრულს ელოდება. უკეთესს ვიმსახურებთ!"-დაწერა სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ევროპარლამენტმა „ოცნების“ მომზადებული განცხადების პროექტი ჩააგდო. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, „ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და „ქართული ოცნების“ სრული კრახი“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო