ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა საზღვარგარეთ მკურნალობისთვის ქვეყნიდან გასვლის ნებართვის თხოვნით პროკურატურას მიმართა

ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა გენერალურ პროკურატურას საქართველოს საზღვრის გადაკვეთისთვის ნებართვა სთხოვა.

როგორც ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა კახა წერეთელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მოთხოვნა პროკურატურას დღეს ჩაბარდა. მისივე ინფორმაციით, ავთანდილ წერეთელმა ავსტრიის ერთ-ერთ კლინიკაში კარდიოლოგიური გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს, რის დასადასტურებლადაც გენერალურ პროკურატურას ავსტრიის კლინიკიდან შესაბამისი დოკუმენტაციაც მიაწოდეს.

“დღეს შევიტანეთ განცხადება პროკურატურაში და ვითხოვეთ ნებართვა, ვინაიდან, ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად, დამატებითი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს, რომ პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყანა არ დატოვოს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წერეთელი სამკურნალო დაწესებულებაში იყო მოთავსებული 4 თუ 5 დღის განმავლობაში. მას ესაჭიროება კარდიოლოგის კვლევა. ამ მიზნით, ის 21 თებერვალს ავსტრიაში, ერთ-ერთ კლინიკაშია დაბარებული. ამიტომ მოვითხოვეთ ნებართვა 20 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით. აქამდეც გვქონდა მსგავსი მიმართვა და პროკურატურამ გასცა თანხმობა, ახლაც მოლოდინი გვაქვს, რომ პროკურატურა ამ თანხმობას მოგვცემს.

ჩვენ პროკურატურას წარვუდგინეთ მოთხოვნები სათანადო დოკუმენტების თანხლებით, როგორს საქართველოში მკურნალობის შესახებ, ასევე მოწვევა უცხოეთის კლინიკიდან. მოთხოვნილი გვაქვს 2-კვირიანი პერიოდი, რადგან არ ვიცით, გამოკვლევებს რა შედეგი მოჰყვება, რა მკურნალობას დაუნიშნავენ, ამიტომ, ვფიქრობთ, ეს 20 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით პერიოდი იქნება საკმარისი. პროკურატურის პასუხის ვადა განსაზღვრული არ არის, თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ ხვალ დღის ბოლომდე, ან ორშაბათს მივიღებთ პასუხს“, - განაცხადა კახა წერეთელმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

გავრცელებული ინფორმაციით, ავთანდილ წერეთელს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. წერეთელი კლინიკაში 6 თებერვალს მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ის აბაზანაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, კლინიკიდან კი 11 თებერვალს გაწერეს.

ავთანდილ წერეთელი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ბრალი აქვს წარდგენილი საქმეზე, რომელიც პროკურატურის მტკიცებით 2008 წელს მოხდა და ფულის გათეთრებას ეხება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა