ბრიუსელში საქართველოსა და ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონელ კოლეგას იური ლუიკს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ საგარეო პრიორიტეტზე - საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, სტრატეგიულ მზადყოფნასა და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციაზე ისაუბრა, რაც საერთაშორისო პარტნიორების აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს.

შეხვედრაზე საქართველოსა და ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა იური ლუიკმა მოაწერეს. კოლეგებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის წარმატებული სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ესტონეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და იური ლუიკს ესტონეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს