კამბოჯაში გაჩერებულ საკრუიზო ხომალდ „ვესტერდამის“ არც ერთ მგზავრს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საკრუიზო ხომალდ „ვესტერდამის“ მგზავრებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ხომალდის 20 მგზავრისგან აღებული ნიმუში კამბოჯას დედაქალაქ პნომპენის საავადმყოფოში შემოწმდა.

კამბოჯას პრემიერ-მინისტრმა ჰუნ სენმა განაცხადა, რომ ის პირადად გაემგზავრება პორტში მგზავრებთან შესახვედრად.

როდის დაბრუნდებიან ხომალდზე ჩარჩენილი მგზავრები სახლში, ამ ეტაპზე უცნობია. მანამდე გემზე სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს. მგზავრებს მოუწევთ სახლში დასაბრუნებლად თვითმფრინავებით ისარგებლონ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის საფრთხის გამო, საკრუიზო ხომალდ „ვესტერდამს“ ხუთმა პორტმა მიღებაზე უარი განუცხადა, საბოლოოდ კი მას კამბოჯის პორტში შესვლის უფლება მისცეს. ჰოლანდიურ-ამერიკული საკრუიზო გემი „ვესტერდამი“, რომლის ბორტზეც 1 455 მგზავრი და ეკიპაჟის 802 წევრი იმყოფებოდა, 1-ელ თებერვალს ჰონგ-კონგიდან გავიდა. გემს პორტში შესვლაზე უარი ტაილანდში, ტაივანში, გუამსა და იაპონიაში უთხრეს. საბოლოოდ კი მის მიღებაზე თანხმობა კამბოჯამ განაცხადა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა