ირაკლი ღარიბაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) ფორმატში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრების დონეზე გამართული შეხვედრა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა უსაფრთხოების გამოწვევებსა და მისიის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა საერთო ღირებულებებისა და უსაფრთხოების პრინციპებისადმი საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ათწლეულზე მეტია, ერთ სულ მოსახლეზე და ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის, საქართველო ნატო-ს ეგიდით მიმდინარე მისიების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი და ასევე, ევროკავშირისა და გაეროს საერთაშორისო მისიების აქტიური მხარდამჭერი ქვეყანაა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი განცხადებით, საქართველო კვლავ გააგრძელებს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობას და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის პარალელურად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს მართავს. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს მირჩა ჯოანს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო