მარია ზახაროვა - ვიდრე საქართველოს შიდა ვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ ჩავა იქ რუსეთიდან და ვინ არა, იქნება პრობლემები

დისკუსია იმაზე, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომავალ სხდომაზე თბილისში, პროვოკატორების მიერ გამოიყენება თავის ვიწრომიმართულების მქონე ინტერესებისთვის,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რადიოსადგურ „კამსამოლსკაია პრავდას“ ეთერში განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა საკითხზე, თუ დაესწრება მინისტრთა კომიტეტის აღნიშნულ სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

„სუვერენულ სახელმწიფოში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელთა ჩასვლით ან არჩასვლით. ეს ნიშნავს, რომ იქ რაღაც ისე არ არის. ეს ნიშნავს, რომ პროვოკატორები მუშაობენ, რომლებიც ამ მომენტით, პოტენციურით ან არარეალიზებულით, წყვეტენ მხოლოდ თავის ვიწრო მზაკვრულ ინტერესებს“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს თავისი ინტერესებით.

„იმ მომენტამდე, ვიდრე შიდაპოლიტიკური, საქართველოს შიდა ვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ ჩავა იქ რუსეთიდან და ვინ არა, იქნება პრობლემები. სულ ეს არის. ეს უნდა გადაიტანო და გააცნობიერო. ვინ ჩამოვა შენთან, ამის გამო არ უნდა მიდიოდეს ხელისუფლება, იცვლებოდნენ მინისტრები და ასე შემდეგ“, - განაცხადა ზახაროვამ.

ეკატერინე დგებუაძე - შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არცერთი მოსწავლე არ დარჩება სასწავლო განათლების მიღმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია
პირველი კლინიკა დისტანცირებული რიგის მართვის სისტემით
„სმარტი“ წითელ ჯვართან და თბილისის მერიასთან ერთად საზოგადოებას ხანდაზმულთა მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის საშუალებას აძლევს
კომპანია „ორბი ჯგუფი“ მედიკოსებს მადლობას უხდის