რუსეთის საელჩო - აშშ-ს ახალი სანქციები რუსოფობიის ახალი ტალღაა

ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები რუსოფობიის ახალი ტალღაა, - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩო აცხადებს.

„აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სპირალის შექმნის მოწმეები კიდევ ერთხელ გავხდით. ეს რუსოფობიის კიდევ ერთი ტალღაა,“- წერს რუსეთის საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაუწესა.

„გვსურს, ჩვენს კოლეგებს ვაშინგტონში შევახსენოთ, რომ ასეთ საკითხებზე სანქციების დაწესების უფლება მხოლოდ გაეროს აქვს. ამისთვის სერიოზული საფუძველია საჭირო. აშშ-ის ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ ვერ შეძლო მტკიცებულების წარმოდგენა,“- წერს რუსეთის საელჩო.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ რუსულ კომპანიას ირანთან, ჩრდილოეთ კორეასა და სირიასთან მიმართებაში მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ აშშ-ის კანონის დარღვევისთვის სანქციები დაუწესა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა