აშშ-ის გენერალური პროკურორი - ტრამპის „ტვიტები“ საქმის კეთების საშუალებას არ მაძლევენ

აშშ-ის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის „ტვიტები“ მუშაობაში ხელს უშლის.

„ვფიქრობ, დროა შეწყდეს იუსტიციის დეპარტამენტის კრიმინალური საქმეების შესახებ „ტვიტების“ გამოქვეყნება,“- განაცხადა უილიამ ბარმა „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში.

“არ შემიძლია ჩემი საქმე მუდმივი კომენტარების ფონზე ვაკეთო, რომელიც ასე მაზიანებს, “- აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

უილიამ ბარის მტკიცებით, მასზე ზეგავლენას ვერავინ, მათ შორის პრეზიდენტიც, ვერ მოახდენს.

„ვერავინ დამაშინებს ან ზეგავლენას მოახდენს ჩემზე, არ აქვს მნიშვნელობა, ეს კონგრესია, გაზეთის სარედაქციო საბჭო თუ პრეზიდენტი“, - განაცხადა უილიამ ბარმა და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მის სიტყვებზე რეაგირებას მოახდენს.

გენერალური პროკურორის კრიტიკა პრეზიდენტის რამდენიმე პოსტს მოჰყვა, რომელიც ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტსა და გენერალურ პროკურორს იმ საქმესთან დაკავშირებით მიუძღვნა, რომელიც 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევას ეხება და რომელშიც მისი ყოფილი მრჩეველი და დიდი ხნის მეგობარი როჯერ სტოუნია ჩართული.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ის გენერალური პროკურორი - ტრამპის "ტვიტები" საქმის კეთების საშუალებას არ მაძლევენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა