სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, რეგიონული შეხვედრები გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ცნობით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის თვითმმართველობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით მორიგი შეხვედრა მცხეთაში ჩატარდა.

მონაწილეებს სიტყვით მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ მიმართეს.

გიორგი ჯიბლაძემ თავის გამოსვლაში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტებში ადგილობრივი ფერმერების ინფორმირებისათვის თვითმმართველობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და რეგიონში სააგენტოს საქმიანობა შეაჯამა.

აგრარული სექტორის განვითარების ხელშეწყობის, მაღალმთიანი დასახლებების გაძლიერებისა და ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, 2019 წელს, მცხეთა-მთიანეთში სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამა განახორციელა. დაფინანსების ჯამურმა მოცულობამ 12 მილიონამდე ლარი შეადგინა. რეგიონის მასშტაბით დაახლოებით 26 ჰექტარი ფართობის ბაღი გაშენდა. შესრულდა სამელიორაციო სამუშაოები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სახნავ-სათესი მიწების გასარწყავების შესაძლებლობა.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.

შეხვედრებზე სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორცილებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე იმსჯელეს.

შეხვედრებს ორგანიზებას სამინისტროს უწყება - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უწევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა