დონალდ ტრამპმა მაიკ ბლუმბერგს „მინი მაიკ ლუზერი“ უწოდა, ხოლო ბლუმბერგმა აშშ-ის პრეზიდენტი „კარნავალის მყეფარე კლოუნად“ შეაფასა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონლად ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დამცინავ ფოტოს აზიარებს და დემოკრატ მეტოქეს, მაიკ ბლუმბერგს აკრიტიკებს.

„მინი მაიკ ბლუმბერგი არის „ლუზერი“, რომელსაც აქვს ფული, მაგრამ დებატები არ შეუძლია. ის მე უენერგიო ჯებ ბუშის პაწაწინა ვერსიას მახსენებს, მაგრამ ჯებს მეტი პოლიტიკური უნარები აქვს და შავკანიან მოსახლეობას უკეთესად ეპყრობოდა ვიდრე მინი“,- წერს ტრამპი.

მისივე თქმით, ბლუმბერგი „163 სანტიმეტრი უსიცოცხლო ენერგიის მასაა, რომელსაც არ სურს პროფესიონალ პოლიტიკოსებთან დებატებში შესვლა.“

ტრამპის განცხადებას ასევე „ტვიტერით“ გამოეხმაურა ნიუ-იორკის ყოფილი მერი.

„დონალდ ტრამპ, მე და შენ ნიუ იორკში ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს. ხალხი დაგცინის და კარნავალის მყეფარე კლოუნს გეძახის. მე მაქვს ჩანაწერები და რესურსები, რომ დაგამარცხო, ასეც ვიზამ“, - წერს ბლუმბერგი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო