გია ვოლსკი - საწყენია, რომ ჩვენმა ოპონენტებმა იმის გამო არ დაუჭირეს რეზოლუციას მხარი, რომ მათი შესწორებები ტექსტში არ შევიდა

საწყენია, რომ ჩვენმა ოპონენტებმა იმის გამო არ დაუჭირეს რეზოლუციას მხარი, რომ მათი შესწორებები რეზოლუციის ტექსტში არ შევიდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის ჩაგდებას.

„რეზოლუცია ვერ მივიღეთ, ეს ფაქტია. ამ რეზოლუციის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ასახვა არ არის ის თემა, რომელიც შეიძლება რაღაც სკანდალის ან რაიმე პრობლემის მსგავსი იყოს. როგორც თქვა კიდეც ევროპელმა თანათავმჯდომარემ, შიდა საკითხები არ უნდა შემოიტანო ასეთი თემის განხილვისას, ეს ერთია და მეორეა, რასაკვირველია გაგრძელდება ურთიერთობის ის რეჟიმი, რომელიც გვქონდა. უბრალოდ, საწყენია, რომ ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს ჩვენმა ოპონენტებმა იმის გამო, რომ მათი შესწორებები რეზოლუციის ტექსტში არ შევიდა. ეს არის და ეს“, - აცხადებს ვოლსკი.

შეგახსენებთ, სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, ერთობლივი განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, ევროპარლამენტმა „ოცნების“ მომზადებული განცხადების პროექტი ჩააგდო. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, „ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და „ქართული ოცნების“ სრული კრახი“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს