20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრალდებულ ბესიკ თამლიანის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე სამართალდამცავები დაიკითხნენ.

სასამართლოში ჩვენება იმ პოლიციელებმა მისცეს, რომლებმაც კახაბერ კუპრეიშვილისა და ზურაბ ბუდაღაშვილის დაკავება განახორციელეს. აღნიშნულმა მოწმეებმა მათ მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე ისაუბრეს.

სასამართლო პროცესს არ დასწრებია ცოტნე სოსელია. მან სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში მიუთითა, რომ პროცესზე დასწრება არ სურდა და მის ინტერესებს ადვოკატი დაიცავდა.

დღევანდელ სხდომაზე ასევე წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელიას და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს