14-16 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

14 თებერვალს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. საღამოსთვის ნალექი შეწყდება, ღამის საათებში ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნდება ძლიერი ყინვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +3, +8 გრადუსი იქნება.

„17 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 14-16 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღეს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამით ტემპერატურა -2, -4, ხოლო დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

17 თებერვალს თბილისში დღისით შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი და ნისლი აღინიშნოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო