არჩილ თალაკვაძე - პარტნიორებთან და მეგობრებთან საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობას გავაგრძელებთ, ხოლო ოპოზიციას არჩევნებში ველოდებით

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ასოცირების დეკლარაციის საკითხი საქართველოს ევროპულ არჩევანსა და ევროპულ გზას ვერ შეცვლის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მეგობრებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობას მმართველი გუნდი გააგრძელებს, ხოლო ოპოზიციას არჩევნებში შეხვდება.

„ჩვენთვის საარჩევნო წელს მთავარი ამოცანაა, ვიმუშაოთ ჩვენს საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან და მოვემზადოთ არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, მოსალოდნელიც იყო, რომ საარჩევნო წელი დაძაბული იქნებოდა. ვხედავთ, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც აქვს ნულოვანი ან დაბალი მხარდაჭერა ქვეყანაში, თავის წინასაარჩევნო კამპანიას ძირითადად საზღვარგარეთ ახორციელებს. მაგრამ ჩვენთვისთვის, საარჩევნო წელს პრიორიტეტია ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი ხალხი. პარტნიორებთან და მეგობრებთან საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას, ხოლო ოპონენტებსა და ოპოზიციას არჩევნებში ველოდებით",- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ევროპის სახალხო პარტია“ 2012 წელსაც და მანამდეც იყო „ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირე პოლიტიკური პარტია, თუმცა, 2012 წლის და შემდეგი წლის არჩევნებში გაიმარჯვა "ქართულმა ოცნებამ".

„ეს არის პოლიტიკური პროცესი, ევროპარლამენტიც არის პოლიტიკური ორგანო და ბუნებრივია, იქაც პოლიტიკური განსხვავებები ნორმალურია. ეს მგონი არ უნდა იწვევდეს დამატებით დაძაბულობას. მინდა ჩვენი საზოგადოება დავამშვიდო და ვუთხრა, რომ საარჩევნო წლის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ჩვენი მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი და მთავარ გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი ამოცანაა მოვემზადოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. გპირდებით, როგორც ხელისუფლება, ეს არჩევნებიც ჩატარდება დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და თავისუფლად", - განაცხადა თალაკვაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს