თურქეთმა სირიის საზღვართან ჯავშანტექნიკა და დამატებით ათასამდე სამხედრო გააგზავნა

„როიტერსის“ ცნობით, თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, იდლიბის პროვინციაში ტანკებთან ერთად ათასამდე სამხედრო გააგზავნა. იქამდე კი ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი სირიაში საკუთარი ინტერესების დაცვას აგრძელებს და თურქი ჯარისკაცების მკვლელობისთვის სირიის არმიას საპასუხო ნაბიჯებით უპასუხებს.

შეგახსენებთ, რომ სირიის კონფლიქტში თურქეთი მხარს სირიის ოპოზიციას უჭერს, რუსეთი კი, ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებასა და სირიის მთავრობას. 2018 წელს, თურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ იდლიბი დეესკალაციის ზონად ჩამოყალიბდებოდა, სადაც სამხედრო მოქმედებები უნდა შეწყვეტილიყო. ანკარამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მოსკოვს არაერთხელ მოუწოდა „შეეჩერებინა მოკავშირე ასადის რეჟიმი“, თუმცა ბოლო თავდასხმა თურქ ჯარისკაცებზე სწორედ მაშინ მოხდა, როცა რუსეთის დელეგაცია ანკარაში სირიაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა