არჩილ თალაკვაძე - ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს შევასრულებთ იმ ფარგლებში, რასაც ჩვენი ეროვნული ინტერესები ითვალისწინებს

ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს შევასრულებთ იმ ფარგლებში, რასაც ჩვენი ეროვნული ინტერესები ითვალისწინებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თბილისში, მაისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, არავითარი კომპრომისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ იქნება.

„თავმჯდომარეობის ფარგლებში გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები, რომ ევროპის საბჭოს სამუშაო პროცესი უზრუნველვყოთ ისე, როგორც ეს წინა თავმჯდომარე ქვეყანამ გააკეთა. ეს არის დადგენილი პრაქტიკა და ჩვენ ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს შევასრულებთ იმ ფარგლებში, რასაც ჩვენი ეროვნული ინტერესები ითვალისწინებს. არავითარი კომპრომისი და არავითარი დათმობა ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება. ბატონ ლავროვთან და რუსეთის დელეგაციასთან დაკავშირებით პირველი განცხადებები ჩვენ გავაკეთეთ, ახლა ოპოზიციის უკან მიდევნებული მკაცრი რიტორიკა აქ არაფერს არ ცვლის. ჩვენ კარგად ვიცით, რუსეთი ახორციელებს უკანონო ოკუპაციას და ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში, სადაც ჩვენ შევხვდებით რუსეთის დელეგაციას თუ მის წარმომადგენლობს - მინისტრებს, თუ ხელმძღვანელ პირებს, ჩვენი პოზიციები იქნება ძალიან პრინციპული და მკაცრი. რაც შეეხება ამ ღონისძიების ჩატარებას, ჩვენ პარტნიორებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ და რა ფორმატით ჩატარდება. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ინტერესები და კანონმდებლობა იქნება დაცული და ჩვენ ასევე შევასრულებთ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში მიმდინარე წლის მაისშია დეგეგმილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს