მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა კვიციანი სასამართლო პროცესს არ ესწრება

დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, რომელიც მეგობრის მკვლელობის საქმეზეა ბრალდებული, საკუთარ სასამართლო პროცესს არ ესწრება.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა განმარტა, პენიტენციური დაწესებულებიდან ბრალდებულ ბექა კვიციანის უარის თქმის ოქმია წარმოდგენილი. აღნიშნულის მიხედვით, ბექა კვიციანი პროცესზე გამოცხადებაზე უარს აცხადებს.

ცნობისთვის, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

მას ბრალი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა