ირაკლი სესიაშვილი - ოპოზიციის პოლიტიკური იდეოლოგიის კრახია ის დამოკიდებულება, რაც საქართველო - ევროკავშირის ასოცირების კომიტეტზე გამოავლინეს

საქმე გვაქვს პოლიტიკურ მავნებლობასთან, სადაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ყველა არენა გამოიყენენ არა ქვეყნის, არამედ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის ჩავარდნას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ის პოზიცია, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროკავშირის ასოცირების კომიტეტზე გამოავლინეს, მათი „პოლიტიკური იდეოლოგიის კრახია”.

„თუ სიტყვა კრახს ვახსენებთ, მათი პოლიტიკური იდეოლოგიის კრახია ის დამოკიდებულება, რაც საქართველო - ევროკავშირის ასოცირების კომიტეტზე გამოავლინეს. დავესესხები თანათავჯდომარის განცხადებას, რომ მაშინ როდესაც ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების და მათ შორის, ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური განცხადებით, ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა, პრიორიტეტია ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები უზრუნველვყოთ და მხარი დავუჭიროთ. თანათავმჯდომარემ კომიტეტის განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ ხდება ევროპარლამენტის დებატები მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შიდაპარტიულ საკითხებზე. ეს არის იდეოლოგიური პრობლემა, რაც ჩვენს ოპონენტებს აქვთ, რომ სადაც არის ეროვნული ინტერესები, იქ ხდება არა ძალების და პოზიციების კონსოლიდირება, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესების უზრუნველყოფას.

კომიტეტზე, ჩვენი ოპონენტები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ შეეცადნენ, რომ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური თემები, მეტ-ნაკლებად ტყუილით დატვირთული, გაეტანათ ცვლილებების სახით ამ რეზოლუციაში, რასაც მხარს ვერ დაუჭერდნენ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები. ეს ცვლილებები ჩაუვარდა ჩვენს ოპოზიციას. შესაბამისად, რეზოლუცია კონცენტრირებული იყო ძირითადად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მომავალ ინტერესებზე, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანება, ამის საპირისპიროდ, რადგან თავისი ვერ გაიტანეს, ადგნენ და გამოიყენეს თავისი ევროპული სახალხო პარტიის ხმები და მათ უთხრეს, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა რეზოლუციის მხარდაჭერაში. მათ ჩააგდეს ის, რაც ქვეყნის ინტერესებში შედიოდა.

საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ მავნებლობასთან, სადაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ყველა საერთაშორისო არენა, პლატფორმა გამოიყენონ არა ქვეყნის ინტერესებისთვის, არამედ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის”,- განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, “ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება დამოკიდებულია არა რაიმე ერთ რეზოლუციაზე, არამედ ქვეყნის განვითარებაზე”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა