ნათია თურნავა აცხადებს, რომ 2019 წელს ეკონომიკის სამინისტრომ მუშაობის ტემპი ძალიან აამაღლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ 2019 წელს ეკონომიკის სამინისტრომ მუშაობის ტემპი ძალიან აამაღლა.

„ჩვენ დავაჩქარეთ პრივატიზაცია, სხვადასხვა ლიცენზიების გაცემა, წიაღის დამუშავება და 2019 წელს პროგრამამ „აწარმოე საქართველოში" 3-ჯერ მეტ პროექტს დაუჭირა მხარი, ვიდრე 2018 წელს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში" მძლავრ ბერკეტად იქცა, რომლითაც სახელმწიფო, კერძოდ კი ეკონომიკის სამინისტრო მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება.

ცნობისთვის, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციას დაესწრო და ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო