არჩილ თალაკვაძე - მარია ზახაროვას და მათ, ვისაც ის  წარმოადგენს, მინდა ვუპასუხო - თუ მათი სიტყვები ცარიელი სიტყვები არაა, დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელს მარია ზახაროვას პასუხობს და რუსეთს მოუწოდებს გაიყვანონ საკუთარი ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

„ქალბატონ ზახაროვას და ასევე ადამიანებს, ვისაც ის წარმოადგენს, მინდა ვუპასუხო - თუ მათი სიტყვები, საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო არ არის ცარიელი სიტყვები და თვალთმაქცობა, მაშინ, პირველ რიგში, დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები და გაიყვანონ საკუთარი ჯარისკაცები ჩვენი რეგიონებიდან"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მარია ზახაროვა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში რუსეთის დელეგაციის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სუვერენულ სახელმწიფოში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელთა ჩასვლით ან არჩასვლით. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ იქ რაღაც ისე არ არის. ზახაროვას თქმით, რუსეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს თავისი ინტერესებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო