განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ა.დ. დამნაშავედ ცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2008 წლის 23 მაისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ა.დ.-ს ქ.თბილისში, კაფე-ბარ „შარდენ-ბარში“ ლ.ა.-სთან კამათი მოუხდა, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მათ გაშველებას ბარის დაცვის თანამშრომლები შეეცადნენ და ეზოში გაიყვანეს, სადაც ჩხუბი გაგრძელდა. მოგვიანებით კი სიონის ქუჩაზე მდებარე რესტორან ,,კონკასთან’’ გადაინაცვლეს, სადაც ა.დ.-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ლ.ა.-ს დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და კვლავ აპირებდა დანის დარტყმას, თუმცა მას დაცვის თანამშრომელი რ.ნ. გადაუდგა. აღნიშნულით განაწყენებულმა ა.დ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, რ.ნ. -ს დანით გულ-მკერდის არეში მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად რ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ლ.ა.-ს გადარჩენა მოხერხდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.დ. დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მას გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ა.დ.-ს მიმართ მიმდინარეობს ძებნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო