ახალი კორონავირუსით ჩინეთში 1716 ექიმი დაინფიცირდა, მათ შორის 6 დაიღუპა

ჩინეთში აცხადებენ, რომ ახალი კორონავირუსით 1716 ექიმი დაინფიცირდა, ხოლო ექვსი მათგანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ვიცე მინისტრის, ზენგ იქსინის თქმით, ექიმებს, რომელიც წინა ხაზზე მუშაობენ, რთულ პირობებში უწევთ ვირუსთან გამკლავება.

„წინა ხაზზე მყოფი ექიმების სამსახური არის ძალიან მძიმე, მათი სამუშაო და დასვენების პირობები შეზღუდულია, განიცდიან უდიდეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ხოლო ინფიცირების რისკი მაღალია“, - აცხადებს ზენგი.

დაინფიცირებული ექიმების 87% ჰიბეის პროვინციაში არიან. გავრცელებული ინფორმაციით, პროვინციის საავადმყოფოებში დამცავი აღჭურვილობის დეფიციტია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა