ირაკლი სესიაშვილი - უგულავამ არ გაასაჩივრა, მისთვის ალბათ მისაღები იყო ის სასჯელი, რაც მიუსაჯეს

გული მწყდება, რომ ბატონი ერმაკოვი ციხეშია, მაგრამ პროკურატურა მას ედავება. აქ ჩანს “ქართული ოცნების” პრინციპულობა, ასეთი რომ ყოფილიყო თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობის” დამოკიდებულება თავისი პარტიული ლიდერების მიმართ, ახლა ასეთი სიატუაცია არ გვექნებოდა,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გიგი უგულავას დაჭერის ფაქტი შეაფასა.

მისი თქმით, იმით, რომ გიგი უგულავამ სასჯელი არ გაასაჩივრა, დანაშაული “ირიბად აღაიარა”.

„უგულავამ არ გაასაჩივრა, მისთვის ალბათ მისაღები იყო ის სასჯელი, რომელიც მიუსაჯეს. ანუ, ირიბად აღიარა, მაგრამ პროკურატურამ გაასაჩივრა, ის თვლიდა, რომ საქმე ეხებოდა არა უფლებამოსილების გადამეტებას, ბოროტად გამოყენებას, არამედ გაფლანგვას, მესამე ინსტანციამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ჩემთვის როგორც ადამიანისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, არც ერთი ადამიანის ციხეში ყოფნა არ არის სასიხარულო, მაგრამ კიდევ უფრო მიუღებელია, რომ წინა ხელისუფლების დროს ადამიანები ჩადიოდნენ დანაშაულს, იცოდნენ რომ ეს იყო დანაშაული, მაგრამ ამას არაფრად აგდებდნენ. თვლიდნენ, რომ რა მოხდა, რომ ქვეყნის 48 მილიონი “ნაციონალური მოძაობის” წევრებს დავურიგოთ და ვებრძოლოთ პოლიტიკურ ოპონენტებს. ფაქტების შემსწავლელი კომისია ჩამოვა, რომელმაც უნდა დაადგინოს, გიგი უგულავამ დანაშაული ჩაიდინა თუ არა. თუ ჩაიდინა, მაშინ სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ კანონის უზენაესობის პრინციპი დაიცვას, დამნაშავე ჩასვას. ძალიან მწყდება გული, რომ ბატონი ერმაკოვი ციხეშია, მე მას პირადად ვიცნობ, მაგრამ პროკურატურა მას ედავება. ის “ქართული ოცნების” სახეც იყო, ლიდერიც იყო, ბათუმის, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალაქის მერი მართლმსაჯულების წინაშეა და აქ ჩანს “ქართული ოცნების” პრინციპულობა, დამოკიდებულება. ასეთი რომ ყოფილიყო თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობის” დამოკიდებულება თავისი პარტიული ლიდერების მიმართ, მერების და გამგებლების მიმართ, ასეთი სიატუაცია არ გვექნებოდა, ამიტომ პასუხი მე კი არ უნდა მომთხოვონ, პასუხი ჯერ საკუთარ თავს მოსთხოვონ. დემოკრატიას მე ნუ მასწავლიან. როდესაც მმართველი პარტია იყო თვითონ და ქვეყანას მართავდნენ, მაშინ გამოეყენებინათ ეს თეორიული ცოდნა, მაშინ ემართათ ქვეყანა დემოკრატიულად”,- განაცხადა სესიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს