„საქართველოს რკინიგზა“ ზუგდიდი-თბილისის მატარებლის ვაგონში დაკვამლიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზა“ ზუგდიდი-თბილისის ხაზზე მატარებლის ვაგონში დაკვამლიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს, დღეს, 14 თებერვალს, სადგურ აბაშაში, ზუგდიდი- თბილისის ხაზზე მატარებლის პანტოგრაფსა და საკონტაქტო ქსელზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთი ვაგონის დაკვამლიანება.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად შეჩერდა მსვლელობა და განხორციელდა მგზავრების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება ალტერნატიული საშუალებებით. არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა.

შემთხვევაზე მიმდინარეობს მოკვლევა.

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხების გამო და ყველა იმ პირს ვინც ორი დღის ვადაში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, “საქართველოს რკინიგზის” ნებისმიერ სალაროში მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს