მიხეილ ხიდურელი - მზად ვართ, საქართველოში შემოვიდეს ისეთი წარმოება, როგორიცაა: ავტონაწილები, ავიანაწილები, ელექტრონაწილები და ბიზნეს პროცესების აუთსორსი

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი აცხადებს, რომ პროგრამის მუშაობიდან 6 წლის თავზე სახელმწიფოს მხრიდან თითო სუბსიდირებულმა ლარმა სტიმული მისცა კერძო სექტორის მხრიდან 16-ჯერ მეტ ინვესტიციის განხორციელებას, ასევე 5 ლარის გადასახადი შეიტანა ბიუჯეტში და შექმნა 9 ლარამდე მთლიანი შიდა პროდუქტი. ამის შესახებ ხიდურელმა ჟურნალისტებს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შედეგებზე საუბრისას განუცხადა.

„იცით, რომ სასტუმროც და საწარმოც არის ბიზნესი, რომელიც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში უფრო მეტ დოვლათს შექმნის. ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ექსპორტის მიმართულებით, ყოველწლიურად მეტი კომპანია გადი ექსპორტზე და ესწრება საერთაშორისო გამოფენებს. ამასთან ინვესტიციების კუთხით, ჩვენ თავს დავუსახეთ გეგმა, რომ 2020-2021 წლებში 225 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უნდა მოიზიდოს სააგენტომ მაღალტექნოლოგიურ და ცოდნაზე დაფუძნებულ სექტორებში. მათ შორის რამდენიმე ახალი და რთული შემოსაყვანია, თუმცა მზად ვართ ეს გამოწვევა მივიღოთ და საქართველოში შემოვიდეს ისეთი წარმოებები, როგორიცაა: ავტონაწილები, ავიანაწილები, ელექტრონაწილები და ბიზნეს პროცესების აუთსორსი“,-აღნიშნა ხიდურელმა.

ცნობისთვის, დღეს ყავის საწარმო „მეამა“-ში სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა