დავით ჭიჭინაძე - ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს ჩვენს პარტნიორებზე

ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს პარტნიორებზე. მათ გონიათ, როგორც აქ ესენი იყიდებიან ივანიშვილის სასარგებლოდ, მსოფლიოც ასევე ფულზე გაიყიდება, - ამის შესახებ ლობისტებთან დაკავშირებით პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

„სასამართლოს დამოუკიდებლობა ქვეყანაში, სასამართლოს პოლიტიკური მიზნით გამოყენება, არაფორმალური მმართველობა, ეს ყველაფერი არ ჯდება იმ ნორმებში, რომელ ნორმებშიც ითხოვს „ოცნება“, რომ ლობისტურმა კომპანიებმა ჩასვას. რაც არ უნდა ფული გადაიხადონ, თუ ღირებულებებში აცდენაა, არაფერი გამოვა, რადგან დემოკრატიულ მსოფლიოს თავისი მკაცრად დადგენილი წესები აქვს.

მოკლედ, „ოცნებაც“ და „ნაცებიც“, საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავდნენ ბიუჯეტიდან ამ ლობისტურ კომპანიებზე და იმიჯის გაუმჯობესებაზე. გარკვეულ ეტაპამდე ეს მუშაობდა კიდეც ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებთ, „ოცნების“ ხელისუფლებამ, პროდასავლურობის და დემოკრატიის დეკლარირებასაც კი დაანება თავი. ანუ, როდესაც ქვეყნის შიგნით იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უკვე ჩვენს პარტნიორებს უქმნის უხერხულობას, შედეგიც შესაბამისი დადგა“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა