დავით ჭიჭინაძე - მარგველაშვილის და კვირიკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა ნანახი მაქვს და ისიც ვნახე, რისი თავი აქვთ ამ ადამიანებს

მარგველაშვილის და კვირიკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა ნანახი მაქვს და ისიც ვნახე, რისი თავი აქვთ ამ ადამიანებს, - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, გიორგი მარგველაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის ქართულ პოლიტიკაში სავარაუდო დაბრუნებას.

ჭიჭინაძის განცხადებით, ქვეყნის სასიკეთოდ მარგველაშვილსა და კვირიკაშვილს არაფერი გაუკეთებიათ.

„ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ქვეყნის სასიკეთოდ არცერთს არ გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი. თუ არა, შეგიძლიათ ნახოთ მათი განვლილი გზა და დაასახელოთ თუნდაც ერთი კარგი რამ გრძელვადიან პერსპექტივაში, რომელიც ჩვენ ქვეყანას გამოადგება.

ხოლო თუ მარგველაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ გარიგება არ ჰქონდა, რატომ თქვა უარი მეორე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ?! მითუმეტეს, რომ ოპოზიცია მხარდაჭერას ჰპირდებოდა.

მოკლედ, მე არც ერთი კრიტიკული მომენტი არ მახსოვს, როდესაც მან „ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგობა გაუწია. ის, რომ ვეტოებს ადებდა რაღაცეებს, ეს გართობას უფრო გავდა, რადგან მაშინ „ოცნებას“ დეპუტატების იმხელა რესურსი ჰქონდა, რომ ვეტოს დაძლევა სეირის ყურება იყო, მეტი არაფერი“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს