ბენიამინ ნეთანიაჰუ - არ ვიცი ვინ განახორციელა თავდასხმა დამასკოზე, შესაძლოა, ბელგიამ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მან არ იცის ვინ განახორციელა თავდასხმა წუხელ სირიის დედაქალაქში. ცნობისთვის, სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიამ და ადგილობრივმა მედიამ, წუხელ დამასკოზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებზე განაცხადეს. ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.

„არ ვიცი რა მოხდა ღამით, შესაძლოა, ეს იყო ბელგიის საჰაერო ძალები“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, ოფიციალურმა დამასკომ და სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიამ განაცხადეს, რომ ისრაელმა დამაკოს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. მათივე ცნობით, ინციდენტის შედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის 4 წევრი და სამი სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს