მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას საქმეზე - რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, იმას დავემორჩილებით

რა გადაწყვეტილებასაც საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს, იმას დავემორჩილებით, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას.

მისივე თქმით, მმართველი პარტია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

„დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ მივიღეთ რაღაც გადაწყვეტილება და ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო სწორი. ახლა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ ვიმსჯელოთ. კანონმდებლობაში უამრავი შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის კომპენსაციებისა და სხვადასხვა უფლებებში აღდგენის თვალსაზრისით. ბუნებრივია, თუ ამგვარი გადაწყვეტილება იქნება, კანონით მოვიქცევით და კანონით მოვიქეცით წინა შემთხვევაში. რაიმე განსაკუთრებული აქ არ არის“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში ნიკა მელიას სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განიხილება. ნიკა მელია დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ასაჩივრებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა