დავით ზალკალიანმა ინდოელ კოლეგას ანიტა ფაცაციას სიცოცხლის შესანარჩუნებლად ინდური მხარის მიერ გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა

მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, შეხვედრის დასაწყისში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ინდურ მხარეს ანიტა ფაცაციას მიმართ გამოხატული თანადგომის და ინდოელი მედიკოსებისა და მეცენატების მხრიდან ანიტას სიცოცხლის შესანარჩუნებლად გაწეული ძალისხმევისთვის.

„თავის მხრივ, ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგასთან მწუხარება გამოხატა პატარა ანიტას გარდაცვალების გამო.

მინისტრებმა ისაუბრეს ინდოეთსა და საქართველოს შორის დინამიურად მზარდი თანამშრომლობის შესახებ და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების მიზნით მჭიდრო და აქტიურ კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ინდოეთთან, როგორც ეკონომიკის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ქვეყანასთან, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას. ამ მხრივ, დავით ზალკალიანმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე და იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომლებიც განხორციელდა ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და მსოფლოს წამყვან ბაზრებთან საქართველოს ეფექტიანი პოზიციონირებისთვის. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეიტინგებში საქართველოს მაღალ შეფასებებს და ასევე, იმ დადებით შეფასებებსა და პროგნოზებს, რასაც ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდის შესახებ აკეთებენ მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტები.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების თემებს. მინისტრმა ინდოელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ, ასევე ბოლო ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ინდურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. დადებითი შეფასება მიეცა ინდოეთთან კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების მაღალ დონეს, თანამშრომლობას განათლების და ტურიზმის სფეროში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს 14-15 თებერვალს მიმდინარე მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა