გაერო - ბოლო 1 კვირაში იდლიბის პროვინცია დაახლოებით 140 000-მა ადამიანმა დატოვა

დეკემბრიდან მოყოლებული, საომარი მოქმედებების გამო, სირია 800 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის უმეტესობას ქალები და ბავშვები შეადგენენ, - ამ განცხადებას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს. მათი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში თურქეთსა და სირიის ხელისუფლებას შორის არსებული დაპირისპირების გამო სირიის იდლიბის პროვინციას ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ტოვებს, შესაბამისად კი, ასობით დასახლებული პუნქტი მოსახლეობისგან თითქმის სრულიად დაიცალა.

გაეროს მტკიცებით, მხოლოდ ბოლო 1 კვირის განმავლობაში პროვინცია 140 000-მა ადამიანმა დატოვა. ორგანიზაცია იდლიბში არსებულ მდგომარეობას ჰუმანიტარულ კატასტროფას უწოდებს და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოუწოდებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა