„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით უნიკალური ბიზნეს სივრცე შექმნეს

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, ამ მიზნით ბანკმა ბიზნესისთვის უნიკალური სივრცე - 4B შექმნა. ეს არის ადგილი, სადაც ბანკის კლიენტ ბიზნესებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ სხვადასხვა ღონისძიებას, დაგეგმონ სამუშაო შეხვედრა, გაეცნონ მათთვის საინტერესო ადამიანებს, მიიღონ მათთვის საჭირო რჩევები და სასარგებლო ინფორმაცია. „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტებს ახალ ბიზნეს სივრცეში პერსონალური ბანკირი მოემსახურება. ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაჯავშნონ და ისარგებლონ სამუშაო სივრცეებით და გაეცნონ პარტნიორი კომპანიების მიერ მათთვის შექმნილ სპეციალურ შეთავაზებებს.

საგანმანათლებლო მიზნით, 4B-ის სტატუსის მქონე კლიენტებს ახალ სივრცეში უახლესი ბიზნესგამოცემებისა და ბიზნესლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.

4B ეს არის შესაძლებლობა ბიზნესებისთვის დაამყარონ ახალი კავშირები, იპოვონ ახალი მომხმარებლები, მომწოდებლები ან, თუნდაც, ახალი ბაზრები.

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერია. ჩვენ მნიშვნელოვან ადგილს ვიკავებთ მომხმარებლების ცხოვრებაში და აქტიურად ვმონაწილეობთ მათი ბიზნესის განვითარების ყოველდღიურ პროცესში. 4B-ს მეშვეობით კარს ვხსნით და ერთ სივრცეში სამუშაოდ ვიწვევთ ბანკს, მსხვილ მომხმარებლებსა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს, რათა ერთად ვიზრუნოთ თითოეული ბიზნესის ზრდასა და წახალისებაზე. 4B-ში, ერთი მხრივ, თავი მოვუყარეთ ჩვენს ყველაზე გამოცდილ ბანკირებს, მეორე მხრივ კი, შევქმენით ბიზნესსივრცე, სადაც მოვაწყობთ ღონისძიებებს, გვექნება სამუშაო შეხვედრები, სადაც მომხმარებლები გაიცნობენ სხვადასხვა სექტორის მოთამაშეებსა და პროფესიონალებს, რომლებიც ბიზნესამოცანებს წარმატებით ასრულებენ. შესაძლებლობები უსაზღვროა და 4B სწორედ ამ უსაზღვრო შესაძლებლობებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს, რაც დაეხმარება ბიზნესებს შემდგომ განვითარებაში“,-განაცხადა „საქართველოს ბანკის”გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს