18 თებერვალს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

18 თებერვალს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, არალეთის, დვირის, ედისის, ჟველაურის, ზვარეთის, იფნევის, კვერნაულის და მექანიზაციის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, IIIა მიკრორაიონების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, მიხეილ გახოკიძის, სესილია თაყაიშვილის და ილია სუხიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სესილია თაყაიშვილის და ჭირნახულის ქუჩების ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის II კვარტლის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გელა ჭედიას ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა