თამარ ხულორდავა - რეზოლუციის ვერ მიღება ჩვენი ქვეყნისთვის კარგი ნამდვილად არაა, ეს ნიშნავს,  რომ ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები არსებობს

რეზოლუციის ვერ მიღება კარგი ნამდვილად არაა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობაში არსებობს სერიოზული პრობლემები,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ხულორდავამ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ის უაღრესად პოზიტიური განწყობა, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ არსებობდა, ამჯერად სამწუხაროდ, ძალიან შერყეულია.

"ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი თანამშრომლობის პლატფორმა საქართველოს და ევროკავშირს შორის, საპარლამენტო ნაწილში. ერთობლივ დოკუმენტში ფასდება და ჯამდება ქვეყნის პროგრესი ევროპული ინტეგრაციის გზაზე და აისახება ის შენიშვნები თუ კრიტიკა, რაც იმ პერიოდში საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობაშია აქტუალური. რეზოლუციის ვერ მიღება კარგი ნამდვილად არაა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობაში არსებობს სერიოზული პრობლემები და ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ევროკავშირთან ურთიერთობაში გვქონდეს გადაუწყვეტელი და მოუგვარებელი პრობლემები. ეს არაა კარგი ქვეყნისთვის. რეზოლუციაში ზოგადად ძალიან დადებითი რაღაცები აისახება ხოლმე. ის კრიტიკული შენიშვნები, რომელიც ჰქონდათ ევროპარლამენტარებს და აქვს საქართველოს საზოგადოების ნაწილს, და რომელიც აისახება ოპოზიციური სპექტრის განცხადებებში, სამოქალაქო საზოგადოების, აქტივისტების განცხადებებში, ასეთი სიმწვავით მათი ასახვა ამ განცხადებაში არ მოხდა და იმის გამო, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს მხარი ცვლილებებს, რომელიც გარკვეულწილად კრიტიკული იყო სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა არ დაუჭირა მხარი საბოლოო რეზოლუციის მიღებას.ეს მოწმობს იმას, რომ არსებობს სერიოზული გადაუწყვეტელი, მოუგვარებელი საკითხები ჩვენსა და ევროპარლამენტის ურთიერთობაში", - განაცხადა ხულორდავამ.

მისივე თქმით, ახლა ერთმანეთისკენ ხელის გაშვერისა და გადაბრალების დრო არაა.

"ამის ნაცვლად ყველა უნდა ვფიქრობდეთ გამოსავალზე, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება და არ დააზარალებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ოპოზიციას სხვა დროსაც, სხვა შემთხვევებშიც, წინა საპარლამენტო ასოცირების კომიტეტების დროს, ჰქონდა ისეთი მცდელობები, რომ ჩაეგდო ანგარიშები, რომ არ ყოფილიყო ასეთი საბოლოო შეთანხმებული ტექსტის მიღება, მაგრამ ეს არც ერთხელ არ მომხდარა. სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებას ადეკვატური ხედვა ჰქონდა, სწორი მიმართულებით მიდიოდა და ეს ასევე იყო შეფასებული და დანახული. სამწუხაროდ , ამჯერად ეს ასე არ იყო და ის უაღრესად პოზიტიური განწყობა, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობდა ევროპარლამენტში ამჯერად, სამწუხაროდ, ძალიან შერყეულია. ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ნდობა არის დაზიანებული მმართველი გუნდის მიმართ",- განაცხადა ხულორდავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა