საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ პროცესი 20:00 საათზე განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 20:00 საათზე განახლდება, სადაც ნიკა მელიას სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განიხილება. მხარეები სასამართლოს დასკვნით სიტყვას წარუდგენენ.

როგორც ნიკა მელიას ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ადვოკატს მოლოდინი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პარლამენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად მიიჩნევს.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ თუ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო შესაძლებელია, ნიკა მელია პარლამენტში დაბრუნდეს.

"გამოცხადდა შესვენება, მხარეები 20:00 საათზე დასკვნითი სიტყვით წარვდგებით. როგორც იურისტს მაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სარჩელი დაკმაყოფილდება და პარლამენტის გადაწყვეტილება ძალადაკარგულად იქნება გამოცხადებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ნიკა მელიას უფლებამოსილება აღუდგება",- განაცხადა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ნიკა მელია დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ასაჩივრებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო