დავით ზალკალიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან გინრად გრლიჩ რადმანთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, საქართველოს და ხორვატიის წარმატებული თანამშრომლობა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს პრაქტიკული დახმარებისთვის ევროკავშირის სტანდარტებთან ქართული ინსტიტუციების დაახლოებისა და ევროკავშირის პროექტებში მონაწილეობისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის საბჭოში ხორვატიის მომავალ თავმჯდომარეობაზე. ხორვატიამ დაადასტურა, რომ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში აღმოსავლეთ პარტნიორობა პრიორიტეტი იქნება და მათ შორის, საქართველო, რომელიც გახლავთ ამ ფორმატის წარმატებული მაგალითი. ხორვატმა კოლეგამ დავით ზალკალიანს გააცნო ის ძირითადი ღონისძიებები, რომელსაც ხორვატია თავმჯდომარეობის პერიოდში ჩაატარებს.

„გირდან გრილჩ რადმანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დღის წესრიგს და ქვეყნის წარმატებას ამ გზაზე. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ნატო-ს სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის განვითარების სხვადასხვა მიმართულებები, აღნიშნეს სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. ხორვატიამ ინტერესი გამოხატა გააღრმავოს ურთიერთობები ეკონომიკის და ვაჭრობის სფეროში, რის საფუძველსაც იძლევა საქართველოს წარმატებული რეფორმები ეკონომიკის მიმართულებით და ქვეყნის საინვესტიციო და სატრანზიტო პოტენციალი. რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას, შეშფოთება გამოითქვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის გამო, მინისტრმა კოლეგას გააცნო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და ამ მხრივ მიმდინარე საქმიანობა და მადლობა გადაუხადა ხორვატიას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს