იენს სტოლტენბერგი - ნატო მხარს უჭერს საქართველოს მცდელობას განახორციელოს რეფორმები და მადლობას უხდის ალიანსისთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის

ნატო მხარს უჭერს საქართველოს მცდელობას განახორციელოს რეფორმები და მადლობას უხდის ალიანსისთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიუნხენში გამართული პრესკონფერენეციის დროს განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას სტოლტენბერგმა ალიანსისთვს შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„შავ ზღვას ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ალიანსს აქ ჰყავს მოკავშირეები- რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი და პარტნიორები: უკრაინა და საქართველო. უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან, რუსეთმა ყირიმის ანექსია უკანონოდ მოახდინა.

საქართველო ჩვენთვის ახლო პარტნიორს წარმოადგენს და ჩვენ მათთან აქტიურად ვმუშაობთ. ნატო მხარს უჭერს საქართველოს მცდელობას განახორციელოს რეფორმები და მადლობას უხდის ალიანსისთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ბევრი პარტნიორი გვყავს და ძალიან ვაფასებთ ამ პარტნიორობას, ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდან დაწყებული, ისეთი მეზობლებით დამთავრებული, როგორებიცაა ფინეთი, შვედეთი, უკრაინა და საქართველო“,-განაცხადა სტოლტენბერგმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა