არმაზ ახვლედიანი - მოვუწოდებ ხელისუფლებას, არ გაბედოს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს კრიტიკულად მოაზროვნე სარედაქციო ჯგუფის საქმიანობის შეფერხება

ივანიშვილის მიერ აჭარის ტელევიზიის დამორჩილების ვერაგული გეგმა ბოლო ფაზაში შევიდა!-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილი პოლიტიკური მდივანი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.

არმაზ ახვლედიანი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ქვეყნისთვის სახიფათო პროცესი და „არ გაბედოს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს კრიტიკულად მოაზროვნე სარედაქციო ჯგუფის საქმიანობის შეფერხება!“

„ივანიშვილის მიერ აჭარის ტელევიზიის დამორჩილების ვერაგული გეგმა ბოლო ფაზაში შევიდა! დღეს საქართველოს ნორმალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერსპექტივა სხვა არაერთ საკვანძო საკითხთან ერთად, პირდაპირაა დამოკიდებული აჭარის ტელევიზიის დაბალანსებული, კრიტიკული და სახელმწიფოებრივად გამართული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებაზე! მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ქვეყნისთვის ეს უკიდურესად სახიფათო პროცესი და არ გაბედოს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს კრიტიკულად მოაზროვნე სარედაქციო ჯგუფის საქმიანობის შეფერხება! მოვუწოდებ შეერთებული შტატების, ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების, ევროპის საბჭოს და ეუთოს უფლებამოსილ წარმომადგენლებს, სასწრაფოდ განახორციელონ ყველა პრევენციული ზომა აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ხელისუფლების უხეში ჩარევის აღსაკვეთად! მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებას და, უპირველესად, აჭარის მკვიდრთ, ყველა სამართლებრივი გზით დავიცვათ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებელობა და ჟურნალისტთა კონსტიტუციური უფლებები! აჭარის ტელევიზიის დამონებით “ოცნება” დაუფარავ ომს უცხადებს საქართველოს სწორი განვითარების პერსპექტივას! გავერთიანდეთ და არ დავუშვათ ამ მზაკვრული გეგმის განხორციელება!“-წერს ახვლედიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო