გერმანიის პრეზიდენტი - ევროკავშირმა რუსეთთან მიმართებაში ქმედითი პოლიტიკის ფორმულირება უნდა შეძლოს, რომელიც მხოლოდ მამხილებელი განცხადებებითა და სანქციებით არ იქნება შემოსაზღვრული

ევროკავშირმა ქმედითი ევროპული პოლიტიკის ფორმულირება უნდა შეძლოს რუსეთთან მიმართებაში, რომელიც არ იქნება შემოსაზღვრული მხოლოდ მამხილებელი განცხადებებითა და სანქციებით,- ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთმა არა მხოლოდ ყირიმის ანექსია განახორციელა, არამედ სრულად ახდენს საერთაშორისო სამართლის იგნორირებას. მან კვლავ გადააქცია სამხედრო ძალა და საზღვრების ძალით გაფართოება ევროპის კონტინენტზე პოლიტიკურ იარაღად. შედეგი იყო ჩამოუყალიბებლობა და არაპროგნოზირებადობა, კონფრონტაცია და ნდობის დაკარგვა“ ,- განაცხადა შტაინმაიერმა.

მისი თქმით, ევროპას არ შეუძლია მიიღოს რუსეთის გაუცხოება, მაგრამ საჭიროა ევროკავშირსა და რუსეთს შორის უკეთესი ურთიერთობა.

„მაგრამ რუსეთთან ჩვენი სამომავლო ურთიერთობის განხილვა ვერ მოხდება ცენტრალური ევროპის ქვეყნების ხარჯზე, ან მათ გარეშე“ ,- განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა