შალვა გოგოლაძემ წალკის მუნიციპალიტეტს სპორტული ინვენტარი გადასცა

წალკის სპორტულ კომპლექსში ძიუდოსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მიმდინარე ტურნირის ფინალური ეტაპი და დახურვის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ორდღიანი ტურნირი 13 წონით კატეგორიაში ჩატარდა - ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მედალოსნები 8, ხოლო ძიუდოში 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. შეჯიბრში 80 ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა.

ტურნირის ფინალურ ეტაპს და გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრო, რომელმაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ძიუდოს ტატამი და სხვადასხვა სპორტული ინვენტარი გადასცეს. ტურნირის ფინალურ ორთაბრძოლებს სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი ვასილ ლიპარტელიანი და წალკის ვიცე-მერი ანზორ ხინიკაძე დაესწრნენ.

„აღნიშნული ღონისძიება 2020 წლის „ევროპის სპორტის კვირეულის“ წინასწარი აქტივობების ფარგლებში ჩატარდა. მიმდინარე წლის 23-30 სექტემბერს საქართველოში „ევროპის სპორტის კვირეული“ მესამედ გაიმართება. კვირეული ევროკომისიის ინიციატივით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით. საქართველოში ღონისძიების კოორდინატორი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა,” - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა