ფატუ ბენსუდა - რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიების პროცესში ქართულ მხარესთან კარგად ვთანამშრომლობთ და მეტი მტკიცებულებების მოსაპოვებლად ვცდილობთ გზები ვიპოვოთ

საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ.

ამასთანავე მას გამოძიების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე კონკრეტული დეტალები არ დაუსახელებია.

„ჩვენ ნამდვილად გვაქვს პროგრესი. ჩვენს წინაშე ბევრი გამოწვევაა და ვცდილობთ იმ გზების მოძებნას, თუ როგორ შეიძლება მტკიცებულებები მოვიპოვოთ. ნამდვილად გვაქვს პროგრესი, თუმცა, გამოძიების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ჯერჯერობით მათ ვერ დავასახელებთ. შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად კარგად ვთანამშრომლობთ ქართულ მხარესთან და მეტი მტკიცებულებების მოსაპოვებლად ვცდილობთ გზები ვიპოვოთ“,-განაცხადა ბენსუდამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა