დავით ზალკალიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ჩეხ კოლეგას ტომას პეტრიჩეკს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ჩეხ კოლეგას ტომას პეტრიჩეკს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგს. მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და ჩეხეთის ურთიერთობებს როგორც ორმხრივ , ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

ხაზი გაესვა ჩეხეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჩეხ კოლეგას 2018-2023 წლების ჩეხეთის განვითარების პროგრამაში საქართველოს როგორც პრიორიტეტული ქვეყნის განსაზღვრისთვის და იმ დახმარებისთვის, რასაც ჩეხეთი ახორციელებს საქართველოს რეგიონების განვითარების, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის და ეფექტური მმართველობის მიმართულებით. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას მინისტრმა, ასევე მადლობა გადაუხადა ჩეხ კოლეგას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩეხი მონიტორების აქტიური მონაწილეობისათვის, შეშფოთება გამოითქვა ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებული პროცესების, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გახშირებული ფაქტების გამო, აღინიშნა ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს