ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1523-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 143 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში, დღემდე, ვირუსით დაინფიცირების 66 492 შემთხვევაა დადასტურებული.

ჩინური მედიის ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც საახალწლო არდადაგების შემდეგ პეკინში ბრუნდებიან, ვალდებული არიან 14 - დღიანი კარანტინი გაიარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში - კანონის წინაშე პასუხს აგებენ.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში ვირუსით დაინფიცირების 450-მდე შემთხვევაა დადასტურებული. გუშინ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ეგვიპტეში. რაც შეეხება გარდაცვლილებს, დღემდე, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ვირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევაა დადასტურებული: იაპონიაში, ჰონგ-კონგსა და ფილიპინებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო